მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში, ენერგეტიკულ ბირჟაზე 2.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა

ელექტროენერგია

მარტში ენერგეტიკულ ბირჟაზე 2.3 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგია გაიყიდა. ბირჟის მონაცემებით, ვაჭრობა 28-30 მარტს შედგა, ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგიის საშუალო ფასმა 14.4 თეთრი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე გასულ წელს 130 მლნ-მდე კვტ.სთ ელექტროენერგიით ივაჭრეს, რაც 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას თითქმის 7.5-ჯერ აღემატებოდა. საშუალო ფასი კი 13.14 თეთრი იყო.

ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშით, 2025 წელს ბირჟაზე არსებული ფასი საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე დაბალი იყო. შედეგად მყიდველებმა 2025 წელს 2,265,000 ლარი დაზოგეს.

წლევანდელი წელი ენერგეტიკის ბაზრისთვის განსხვავებულია. მათ შორის, იმპორტის თვალსაზრისით.

კერძოდ, იანვრის მსგავსად, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი თურქეთიდან მარტშიც დასჭირდა. ოპერატიული მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ თვეში ქვეყანამ მეზობელი ქვეყნებიდან 228,5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა. მათ შორის ქვეყანამ 155 მლნ კვტ.სთ-ს შემოიტანა რუსეთიდან, 58 მლნ-ის თურქეთიდან და 15.2 მლნ აზერბაიჯანიდან. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ძალიან მცირე მოცულობის 5 მილიონი კვტ.სთ-ს მიწოდებაც დაფიქსირდა. როგორ შეცვალა იმპორტის ფასები თურქეთიდან დენის შეძენამ, ეს მონაცემები ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები