მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში ექსპორტი 22%-ით, $251.9 მილიონ დოლარამდე შემცირდა

5e94119621584
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 11:17
900
დღეს საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი 22%-ით ანუ $71.5 მილიონით შემცირდა და ის $251.9 მილიონ დოლარს შეადგენს. 

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა $655 მილიონს შეადგენდა, ეს კი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $100,9 მილიონი დოლარით, ანუ 13.24%-ით ნაკლებია. 

რაც შეეხება მთლიანად პირველი კვარტლის მაჩვენებლებს, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  $2.77 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი (1.4 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის დეტალური ანგარიში 2020 წლის 21 აპრილს გამოქვეყნდება, შესაბამისად, ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რომელი საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის კლებამ გამოიწვია მთლიანად ექსპორტის შემცირება. ასევე ცნობილი გახდება თუ რა სახის პროდუქციის იმპორტი შემცირდა გასული თვის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები