მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში რესტორანში სადილი 6.6%-ით გაძვირდა - საქსტატი

რესტორანი

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 6.6%-ით გაიზარდა.

2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა. წლიური ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რაზედაც გავლენა მოახდინა სურსათის სექტორმა, სადაც ფასები წლიურ ჭრილში 7.5%-ით გაიზარდა, შედარებისთვის წინა თვეებში სურსათის წლიური გაძვირება 9-10%-საც შეადგენდა, შესაბამისად სურსათის ფასების ზრდის ტემპის შენელებამ წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კლება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, სადაც მათ შორის შედის კაფეებსა და რესტორნებში ზოგიერთი პროდუქტის ფასიც.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, მარტში რესტორნებში ხინკალი წლიურად 3.6%-ით გაძვირდა. გასული წლის მარტთან შედარებით 8.5%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 6.8%-ითაა გაზრდილი.

9.9%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 5.4% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები