Google Analytics-ის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ვებგვერდ bm.ge-ის სტატიები 3 მილიონჯერ წაიკითხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტია. ეს სტატიები სულ 492 ათასმა უნიკალურმა მკითხველმა (Users) წაიკითხა.
გარდა ამისა, Google Analytics-ის მონაცემებით, bm.ge-ის მომხმარებლებიდან, 427 ათასი ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 12 ათასი აშშ-დან, იტალიიდან 7.2 ათასი, გერმანიიდან 6.6 ათასი, საბერძნეთიდან 4.1 ათასი, რუსეთიდან 4 ათასი და ნორვეგიიდან 3.4 ათასი.
ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 52.8% ქალი, 47.2% კი მამაკაცი იყო.