მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში საქართველოში 11.8%-იანი ინფლაცია იყო

624a9b8ed4cfc
შოთა ტყეშელაშვილი
04.04.22 11:19
885
საქსტატმა 2022 წლის მარტის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ფასების საერთო დონე 11.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ფასების ზრდამ და საწვავის გაძვირებამ მოახდინეს. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20.0 პროცენტი), თევზეული (19.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.5 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 პროცენტით, რაც 2.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები