მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში სავალუტო რეზერვები $343 მლნ-ით შემცირდა - მიზეზი, სავარაუდოდ, ინტერვენციები და ოქროს ფასის კლებაა

სავალუტო რეზერვები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში რეზერვებმა 343 მილიონი დოლარით, 6.31 მილიარდ დოლარამდე იკლო.

როგორც სტატისტიკაში არის ასახული, კლება უკავშირდებოდა როგორც უცხოური ვალუტის აქტივების, ასევე ოქროს რეზერევების კლებას. კერძოდ, ოქროს შეფასება (0.23 მილიონი უნცია, ანუ 7.1 ტონა) მარტში 141 მილიონი დოლარით შემცირდა და 1.06 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში უნცია ოქროს ფასი 4,800 დოლარიდან 4,600 დოლარამდე შემცირდა.

ამასთანავე, სხვა სავალუტო აქტივების მოცულობა შემცირდა 196 მილიონი დოლარით. აღნიშნული მიმართულებით რეზერვების კლება შესაძლოა განპირობებული იყო სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული გაყიდვებით, რაც ირანში ომის დაწყების შემდეგ, სავალუტო მერყეობის დასტაბილურებას ისახავდა მიზნად. კიდევ ერთი ფაქტორი შესაძლოა საგარეო ვალის მომსახურება ყოფილიყო. თუმცა, დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მოცულობის გაყიდვები განახორციელა ეროვნულმა ბანკმა მარტში Bmatch პლატფორმის მეშვეობით ცნობილი გახდება 27 აპრილს, რის შესახებაც სებ-ი დეტალურ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები