უძრავი ქონების სააგენტოს, Colliers-ის Recov პორტალის თანახმად, 2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების რეგისტრირებულმა ტრანზაქციების რაოდენობამ 3,913 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 30.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, რეალიზებული ბინების და სახლების ჯამური ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.3%-ით, 321 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2026 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.4%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია ქალაქის ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 4.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 3.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ჯამურ იპოთეკურ დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მარტში თბილისში არსებულ უძრავ ქონებაზე სულ 351 მილიონი ლარის ღირებულების 2628 ერთეული იპოთეკური სესხი გაიცა. რაოდნეობრივად დაკრედიტება 30.6%-ით, ღირებულების მიხედვით კი 36.6%-ით არის გაზრდილი.




























