მარტში, სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში ყველაზე მაღალი წილი დაიკავა. ამის შესახებ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში საქონლის წილმა 65% შეადგინა, ხოლო მომსახურების წილი 35%-ს გაუტოლდა.
„სურსათზე დანახარჯების წილი, როგორც ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორია ჯამურ უნაღდო დანახარჯებში თიბისი ბანკის არხებით, 28%-ს შეადგენს“, - წერია მიმოხილვაში.
დოკუმენტის მიხედვით, ჯამური უნაღდო დანახარჯები მზარდია რესტორნებში, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, ელექტრონიკაზე, საწვავსა და ფარმაციაზეც.