"2025 წლის მარტში, ჯამურ უნაღდო დანახარჯების 64% სამომხმარებლო საქონელზე მოდიოდა", - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯების მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამ პერიოდში, საქონელსა და მომსახურებაზე თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯებმა 64% და 36% შეადგინა. სურსათის წილი კი ჯამურ დანახარჯებში კვლავ ყველაზე მაღალი - 45% იყო.
„სურსათში უნაღდო დანახარჯებში წლიური 27%-იანი ზრდა დაფიქსიდა, საშუალო ტრანზაქციის ზომა 16 ლარს გაუტოლდა, ხოლო სურსათსა და ალკოჰოლზე სასმელების ინფლაციამ 7%-ს მიაღწია“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ამასთან, მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 51%-იანი ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია.