მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრასთან“ მოძრაობა იზღუდება - მიზეზი სავალ ნაწილზე ბზარებია

მერია
07.04.25 16:54
1248

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები