მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურში 18 მეეზოვეს 8 ხელმძღვანელი ჰყავს - აუდიტი

6015bd28d3ddc
თამთა ჯიჯავაძე
30.01.21 00:10
7176
ა(ა)იპ – მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრს, სადაც 2018-2019 წლებში ჯამში დასაქმებული იყო 73-80 პირი, 18 მეეზოვე ჰყავს, რომელთაც ხელმძღვანელობას 8 პირი უწევს. ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მარტვილის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობას ეხება.

დოკუმენტში წერია, რომ ა(ა)იპ-მა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტაცია, კონტროლის ჯგუფის ამ რაოდენობით არსებობის აუცილებლობის შესახებ.

გარდა ამისა, აუდიტი ამბობს, რომ საშტატო ნუსხის მიხედვით, ორგანიზაციაში ასევე დასაქმებული იყო 6 მეველე, რომელთა ფუნქციას წარმოადგენდა ქ. მარტვილის ცენტრის დაცვა მოხეტიალე პირუტყვისაგან.

„აღნიშნული პირების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ა(ა)იპ-ის საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ საჭიროებას“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, იურიდიულ პირზე სუბსიდიის სახით 2018 წელს გაცემულია 499.9 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს – 576.8 ათასი ლარი. მიღებული დაფინანსების 62% გახარჯულია დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე.

ცნობისთვის, ა(ა)იპ – მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრის საქმიანობის სფეროებია გარე განათების ქსელის მოწესრიგება, ხე-მცენარეების, მწვანე ნარგავების და ყვავილების მოვლა-პატრონობა, კიდული საბაგირო გზის მოვლა-პატრონობა, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები