ვიდრე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ერთეტაპიანი იყო, მართვის მოწმობა 43%-ით მეტმა ადამიანმა აიღო, ვიდრე მას შემდეგ, რაც ე.წ ქალაქის გამოცდა დაემატა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, „B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:
- 2017 წელი - 59 013 პირველადი რეგისტრაცია;
- 2018 წელი - 49 121 პირველადი რეგისტრაცია;
- 2019 წელი - 45 884 პირველადი რეგისტრაცია;
- 2020 წელი - 42 229 პირველადი რეგისტრაცია;
- 2021 წელი - 47 891 პირველადი რეგისტრაცია;
- 2022 წელი - 30515 პირველადი რეგისტრაცია;
- 2023 წელი - 27 255 პირველადი რეგისტრაცია.
რაც შეეხება სრულ სტატისტიკას, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში მართვის მოწმობა 1 439 918 ადამიანს ჰქონდა. აქედან პირველადი რეგისტრაცია 27 255-ია.
2023 წლის მონაცემებით, 1.4 მლნ-დან 1 047 551 კაცი და 392 367 ქალია.