მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომსახურების სააგენტო ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების მონაწილეებისთვის შეღავათს აწესებს - დეტალები

მართვის მოწმობა

მომსახურების სააგენტო მძღოლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ, სპეციალურ შეღავათს აწესებს.

უწყების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის [ქალაქის გამოცდის] თარიღი ემთხვევა საგამოცდო თარიღს, კანდიდატს შესაძლებლობა აქვს, საგამოცდო დრო შეცვალოს.

ამისათვის მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected] უნდა გაგზავნოს საგამოცდო ბარათი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მას გამოცდის ახალი დრო განესაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები