ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაცია bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ეს ბოლო ცხედარია, რომელსაც მაშველები სტიქიის ზონაში ეძებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა 6 თებერვალს გვიან ღამით ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. სახლებში ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა ერთის გადარჩენა მოახერხეს. ის, ამ დრომდე სტაციონარში იმყოფება.