მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკი ამტკიცებს, რომ უკვე შექმნა “ამერიკის პარტია” - საპირისპიროზე მეტყველებს ფაქტები

მასკი
BM. GE
08.07.25 21:25
567

ილონ მასკის განცხადებით, მან "ამერიკის პარტია" უკვე შექმნა, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ დააანონსა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მილიარდერი წერს: "დღეს, ამერიკის პარტია შექმნილია რათა დაგიბრუნოთ თქვენი თავისუფლება".

რამდენიმე დღის წინ, საკუთარ სოციალურ მედიაში ილონ მასკმა ახალი პარტიის შექმნა დააანონსა. მან აღნიშნა, რომ ისეთი ცენტრისტული პარტიის შექმნა სურს, რომელიც შტატების ორპარტიულ სისტემას დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ მასკმა გადაწყვეტილება ტრამპის “ერთი დიდი მშვენიერი კანონპროექტის” დამტკიცების შემდეგ მიიღო. თუმცა საქმე ის არის, რომ არავითარი პარტია ჯერ რეგისტრირებული არ არის.

როგორც შტატების საარჩევნო ადმინისტრაციამ ორშაბათს განაცხადა, ახალი პარტიის რეგისტრაციის შესახებ ილონ მასკისგან მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ. გავრცელებულმა ინფორმაციამ მილიარდერის არაერთი მხარდამჭერი დააბნია. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაზე პასუხი არც თავად მასკს და არც მის წარმომადგენლებს არ გაუციათ.

ჯერჯერობით, რთულია იმის თქმა, არის თუ არა ახალი პარტიის შექმნის დაპირება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მორიგი ბლეფი. როგორც ვიცით, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ილონ მასკს უკვე ძალიან ძვირი დაუჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები