მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკი: ბიუჯეტური Tesla ხელმისაწვდომი სამ წელიწადში იქნება

5f6d95b77570d
ნათია თაქთაქიშვილი
26.09.20 00:15
2182
Tesla-ს დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია ბიუჯეტურ უპილოტო Tesla-ს ავტობაზარზე სამ წელიწადში წარადგენს. ავტომობილის სავარაუდო ფასი 25,000 აშშ დოლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

„ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა შევქმანთ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ავტომობილი“, - განაცხადა ილონ მასკმა.

მასკი აცხადებს, რომ ავტომობილის ელემენტებს თავად აწარმოებს, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება და გარბენის მოცულობა 16%-ით გაიზრდება.

მასკმა ასევე განაცხდა, რომ კომპანია სამომავლოდ 20 მილიონი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. 2019 წელს კომპანიამ 367 მანქანა გამოუშვა.

ბოლო მონაცემებით, ყველაზე იაფი Tesla-ს Model 3-ი ღირს. მისი საბაზრო ფასი 37 990 აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი 25,000-ის ღირებულების ავტომობილის წარმოებას მომხმარებელს ჯერ კიდევ 2018 წელს დაჰპირდა.