ილონ მასკი კრიპტოვალუტა Dogecoin-ის მთვარეზე გაგზავნას აპირებს. სოციალურ ქსელში მომხმარებლის კითხვაზე, თუ როდის აპირებდა SpaceX თავისი ძველი დაპირების შესრულებას და მთვარეზე ნამდვილი Dogecoin-ის გაგზავნას, მასკმა მოკლედ უპასუხა: „მომავალ წელს“.
ეს განცხადება, გარკვეულწილად, ეხმიანება 2021 წელს დაანონსებულ DOGE-1 მისიას, რომელიც კრიპტოვალუტით არის დაფინანსებული.
პროექტი გულისხმობს 40-კილოგრამიანი კუბური თანამგზავრის, CubeSat-ის მთვარის ორბიტაზე გაშვებას Falcon-ის ტიპის რაკეტის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ მისია თავდაპირველად 2022 წლისთვის იგეგმებოდა, ტექნიკური და რეგულაციური მიზეზების გამო, ის არაერთხელ გადაიდო.
მასკის ბოლო რეპლიკა, ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ კოსმოსური ხომალდი მთვარისკენ გზას, სავარაუდოდ, 2027 წელს გაუდგება, რომლის ბორტზე Dogecoin-იც იქნება.



























