მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასშტაბურ ტყის ხანძარს საფრანგეთში 1 ადამიანი ემსხვერპლა

ცეცხლი

საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონში, ესპანეთის საზღვრის მახლობლად, მასშტაბურ ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი. ცეცხლი ტერიტორიაზე ამ დრომდე სწრაფად ვრცელდება და, როგორც ადგილობრივი უწყებები იტყობინებიან, უკვე დაიწვა ქალაქ პარიზის ფართობის მქონე ტერიტორია.

Associated Press-ის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციას მთელი ღამის განმავლობაში 1500 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. ცეცხლი სოფელ რიბაუტში გუშინ, 5 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა და "ძალიან აქტიურად" გავრცელდა ახლომდებარე დასახლებებში, რასაც ხელი ამინდის არასახარბიელო პირობებმაც შეუწყო.

მედიის ცნობით, 12 საათში ცეცხლი 11 ათას ჰექტარს მოედო, რითაც ხანძარი მიმდინარე წელს საფრანგეთისთვის ყველაზე მასშტაბურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები