მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასშტაბური გადაწყვეტილებები სამომავლო ზრდისთვის

სფეისი / Thoughtworks
04.09.24 13:12
621

2018 წელს დაფუძნებული Space International-ი “თიბისი ჯგუფის” შვილობილი ქართული ციფრული ფინტექ-პლატფორმაა, რომელიც საქართველოდან უზბეკეთში ტექნოლოგიური და პროფესიონალური სერვისებით ციფრულ ბანკ TBC UZ-ს და გადახდების პლატფორმა Payme-ს აძლიერებს. Space International-ის მომხმარებელთა რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა და ნათელი გახდა, რომ სამომხმარებლო ბაზის ზრდის ხელშეწყობისთვის და სხვა ქვეყნებში სამომავლო გაფართოებისთვის კომპანიას თანამედროვე მიდგომის დანერგვა სჭირდებოდა.

ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და საინჟინრო და მიწოდების პრაქტიკის განახლებისთვის კომპანია Thoughtworks-თან დაპარტნიორდა. კოლაბორაცია Space International-ის სისტემებისა და პროცესების ყოვლისმომცველი შესწავლით დაიწყო. Thoughtworks-მა ძირითადი პარამეტრები განსაზღვრა და სამუშაო ნაკადის ოპტიმიზაციაზე და ეფექტიანობის გაზრდაზე ფოკუსირდა. ჩვენი ინდივიდუალური მიდგომა კომპანიაში ჯანსაღი სტანდარტების ჩამოყალიბებას და სამომავლო მასშტაბირებისა და ინოვაციებისთვის ნიადაგის შექმნას მოიაზრებდა.

გამოწვევების ამოცნობა

Thoughtworks-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე კრიტიკულად პრობლემური კვანძები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა, ესენია - ბექენდი, ფრონტენდი, ტესტირება, ანალიზი, გამოშვება და უსაფრთხოება. ამ პრობლემებს, უმეტესწილად, სისტემის მონოლითურობა და ბევრი დავალების ხელით შესრულება განაპირობებდა, რაც პროცესებს აჭიანურებდა, მასშტაბირებადობას ართულებდა და კომპანიაში ურთიერთდამოკიდებულებას ზრდიდა.

მოდერნიზაციის სტრატეგიის ფოკუსად მიკროსერვისული არქიტექტურის განვითარება შეირჩა, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა სისტემის წარმადობა და დააბალანსა ბიუჯეტი, ხოლო ჭკვიანურად მუშაობა - პრიორიტეტად აქცია. ამ მიდგომამ შეცდომების იზოლირების პრაქტიკა შექმნა და განახლებების მუდმივი მიწოდება შესაძლებელი გახადა, რითაც გაიზარდა, როგორც მასშტაბირებადობა, ასევე ეფექტიანობა.

საერთო ჯამში, კომპანიის ტექნოლოგიური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მეტად მოქნილი პლატფორმული ინჟინერიის დამსახურებით თითოეული კომპონენტი ახლა უფრო დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, რაც დეველოპერებს საკუთარ დავალებებზე კონცენტრირების საშუალებას აძლევს. განახლების მიწოდების მუდმივობით კომპანიას რამდენიმე პროდუქტის დატესტვა და გაშვება ერთდროულად შეუძლია, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს სამუშაო ეფექტიანობას.

კოლაბორაციული მიდგომა

Space International-ისა და Thoughtworks-ის თანამშრომლობა პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული მუდმივი კავშირით ხასიათდება. ყოველკვირეულ შეხვედრებზე ორივე გუნდის წევრები პროცესის ყველა დეტალს განიხილავენ, რაც ჯანსაღი კომუნიკაციის წინაპირობაა. თანამშრომლობის შედეგად, Space International-ში ახალი როლები გაჩნდა, ესენია - ტექნოლოგიური ლიდი, სოლუშენ არქიტექტი და MLOps-ის სპეციალისტი. Space International-ის არსებული თანამშრომლები კი ვორქშოპებითა და ტრენინგებით განვითარდნენ, რამაც მათი თავდაჯერებულობა და ახალ სტრუქტურაში კომპეტენცია გაზარდა.

“პლატფორმის გუნდს ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს, ესენია - ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა. ორივე მიმართულების თანამშრომლები ერთად მუშაობენ, რაც პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობებისა და ხელსაწყოების შექმნას უწყობს ხელს. ორი მიზანი გვაქვს - ეფექტიანობის გაზრდა და მომიჯნავე გუნდებისთვის პროცესების გამარტივება და დაჩქარება”, - განაცხადა Space International-ის ბექენდ ინჟინერიისა და არქიტექტურის ხელმძღვანელმა, გიორგი ჟორჟოლიანმა.

ტრანსფორმაციის შედეგები

თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რამდენიმე პარამეტრი:

ახალი პროდუქტების მიწოდების მაჩვენებელი, რომელიც ამ დრომდე ორ თვეში ერთის ტოლი იყო - დღეში რამდენიმემდე გაიზარდა.

ცვლილებებისთვის საჭირო დრო ორი თვიდან ხუთ დღემდე შემცირდა.

სისტემური გაცდენის მაჩვენებელი თვეში ოცი საათიდან ნულამდე შემცირდა და თან, არც როლბექი დაფიქსირდა და არც - ბაგი.

ახალი პროდუქტების გასაშვებად საჭირო დრო, რომელიც ერთიდან ექვს თვემდე მერყეობდა, მოთხოვნამდე შემცირდა, ხოლო მიწოდებისთვის საჭირო პროცესები სრულად ავტომატიზებული გახდა.

თანამშრომლობის უპირატესობები

აღნიშნულმა სტრატეგიულმა თანამშრომლობამ Space International-ის ამბიციური სამომავლო გეგმების აღსრულებისთვის აუცილებელი ნიადაგი შექმნა და გლობალურ ბაზარზე გაფართოებისთვის საჭირო მოქნილობა გაზარდა.

“Space-თან კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენს ძირითად პრინციპს - “ერთი კულტურა, ერთი გუნდი” დავეყრდენით. Space-მა ახალი შესაძლებლობები შეისისხლხორცა და ეჯაილისა და ექსტრემალური პროგრამირების (XP) პრაქტიკაში უფრო საფუძვლიანად გაერკვა. ერთობლივი გამოცდილება დადებითად აისახა ორივე კომპანიის ზრდაზე”, - განაცხადა Thoughtworks-ის კლიენტებთან ურთიერთობის პარტნიორმა, რუჩიკა ბჰარგავამ.

Space International-ის პროაქტიური დამოკიდებულებით და Thoughtworks-თან პარტნიორობით კომპანიის შიგნით მნიშვნელოვან გაუმჯობესება დაიწყო, რითაც კომპანია გლობალური ფინანსურ-ტექნოლოგიური ინდუსტრიის წინა ხაზზე აღმოჩნდა. თანამშრომლობის ფარგლებში ორივე კომპანიამ დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და საოპერაციო გაუმჯობესებისთვის ერთობლივი მუშაობა არის საჭირო. ორივე გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იამაყოს, რომ ტექნოლოგიურ სამყაროში ჭეშმარიტად ფუტურისტული პროექტის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები