განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, მასწავლებელთა 65% უკვე თითქმის აცრილია. მისივე თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელში ნახტომისებური ზრდა მოხდა.
„ჩვენი სამინისტრო UNICEF-თან ერთად აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას იმისთვის, რომ სკოლის მასწავლებლებიც და მთლიანად პერსონალიც მაქსიმალურად აიცრას“, - განაცხადა ჩხენკელმა და დასძინა, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვების მშობლებიც აიცრან.