მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაუწყებლებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის გაშუქება აეკრძალებათ - "ოცნების" კანონპროექტი

მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა 19 კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების ცენზურას ლგბტქ თემის გაშუქების პროცესში.

კანონპროექტის პაკეტის მიხედვით, 8 ცვლილებიდან მეექვსე მაუწყებლებს ეხებათ.

"ინფორმაციის გავრცელება. მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთნაირი სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მნიშვნელოვანია შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში, გულისხმობს, რომ ეს სცენები იქნება დაუშვებელი, რომ გადაცემული იქნეს მაუწყებლის ეთერში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ აღნიშნული რვა საკითხი, მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით. გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები