მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მავნებლებს, რომლებიც მთავრობაში გვყავს უნდა დავანახოთ როგორც ვებრძვით მათ" - ბიომეურნეობა "სამყურა"

ნიკა ბაგალიშვილი

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ფერმერების აქცია/მარში გაიმართა, რომლებმაც ადგილზე დემონსტრაციულად შესაწამლი აპარატები მიიტანეს. ისინი იმ პროცესებს უერთდებიან, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბოლო პერიოდში მიმდინარეობს და თითქმის ყველა სექტორი იცავს. დღის საათებში გამართული პროტესტი მარშით პარლამენტისკენ მოემართება.

ბიომეურნეობა "სამყურას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მთავრობაში არსებულმა მავნებლებმა უნდა დათმონ ის, რა მდგომარეობაშიც ამყოფებენ ქართველ მოსახლეობას.

„ფერმერები მავნებლებს სხვადასხვა პრეპარატებით ვებრძვით და ეს არის ერთგვარი პერფორმანსი. მავნებლები, რომლებიც მთავრობაში გვყავს, უნდა დავანახოთ როგორც ვებრძვით მათ და რომ მათ აუცილებლად უნდა დათმონ რასაც აკეთებენ, რა ძალადობრივ რეჟიმშიც ვართ, უსამართლობაში.

ჩვენი გზა არის ევროპაში, სადაც ადამიანის, ცხოველის უფლებები არის დაცული და ის რაც საქართველოში ხდება, არის კატასტროფა, რაც ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოთ. არა მარტო ფერმერებმა.“, - განაცხადა ბაგალიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ფერმერების აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 16:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტის მიმართულებით მარშით გაემართნენ, სადაც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები