მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაცია: გვაქვს უამრავი წყალი, რომლის დენში გარდაქმნა დიდ ძალას მოგვანიჭებს (R)

615ec92c0a692
BM.GE
07.10.21 14:13
1970
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებზე მიუთითებს.

„21-ე საუკუნე და მსოფლიო, სადაც ნავთობპროდუქტების მარაგები იწურება, სადაც ყველა მეცნიერი თუ ინოვატორი მიზანმიმართულია მოახდინოს ნებისმიერი შიდა წვის ძრავის ელექტრული ძრავებით ჩანაცვლება, სადაც კრიპტოვალუტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება და პირდაპირ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას ნიშნავს; მსოფლიო, სადაც ელექტროენერგიის და ნავთობპროდუქტების ტარიფიც წლიდან წლამდე იზრდება მათზე მოთხოვნის და დამოკიდებულების ზრდასთან პარალელურად; მსოფლიო, სადაც ყველა ბოლოდროინდელი მაშტაბური ომების მიზანი მხოლოდ ამ რესურსების ხელში ჩაგდება იყო და მომავალშიც ასე იქნება; და მსოფლიო, რომელიც მხოლოდ რესურსების მართვის მანიით არის შებყრობილი; ჩვენ, ქართველებს, ვიღაცამ დაგვაჯერა, რომ თურმე ხაჭაპურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება და 10 ევროს სანაცვლოდ ჩოხაში გამოწყობილი მოღიმარ ტურისტთან სურათის გადაღება, ჩვენი და ქვეყნის მომავლის ერთადერთი ხსნაა.

სიმწრით მოვიტანეთ ქვეყანა დღევანდელ დღემდე. მოვიტანეთ ქვეყანა, რომელზეც ვერავინ და ვერასდროს იფიქრებდა, რომ თანამედროვე სამყაროში ელექტროენერგიის ასეთი დიდი რესურსის და ულევი მარაგის პატრონი იქნებოდა.

სანაცვლოდ რას ვაკეთებთ? ვაშენებთ თბოსადგურებს და (სახელმწიფო) ვყიდულობთ გაზს, რომ გვქონდეს დენი, შემდეგ ვყიდულობთ ამ დენს (მოსახლეობა), რომ ისევ ვიყიდოთ გაზი, რომ ისევ გვქონდეს დენი და რომ ისევ ვიყიდოთ გაზი და რა მოსდის ჩვენს წყალს? რას შვება? საუკუნეებია მშვიდად მიედინება და მიედინება ზოგი ზღვაში შავში და ზოგიც კასპიაში.
როდემდე ან რისთვის უნდა ვამდიდროთ სხვები, მე არ ვიცი?!

„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო“ იძახდა ძველი ხალხი, ზუსტადაც, რომ დღეს გვაქვს უამრავი წყალი, რომლის დენში გარდაქმნა დიდ ძალას მოგვანიჭებს, ზუსტად დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, ვიყოთ დამოკიდებული, თუ გავხდეთ დამოუკიდებელი, ვიყოთ იმპორტიორი თუ გავხდეთ ექსპორტიორი, ვიყოთ ღარიბი თუ გავხდეთ მდიდარი, მივართვათ ჩვენი ხაჭაპური თუ ვჭამოთ მათი ხაჭაპური?!

წყალი ძალაა.

ცოდნა ძალაა.

#მეტისინათლე“,- წერს გიორგი მარგებაძე.

წყარო : https://www.facebook.com/100000771868296/posts/4331726936862992/?d=n

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები