მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

MDF-მა 5 მუნიციპალიტეტში სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა

სტადიონი

ზესტაფონში, ჭიათურაში, ონში, მესტიასა და ცაგერში ხელოვნურ საფარიანი სტადიონების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

"ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედნები 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ცენტრებში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტექნიკური სათავსოები.

ყველა სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

ახალი საფეხბურთო სტადიონების აშენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები