მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდგრადი ეკონომიკური ზრდის მთავარი წინაპირობა განათლების რეფორმაა - ლაშა ქავთარაძე

642bfe80693be
გიგა ბენია
04.04.23 15:58
732
Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის განცხადებით, მდგრადი ეკონომიკური ზრდის მთავარი წინაპირობა განათლების სისტემის რეფორმაა. როგორც ლაშა ქავთარაძემ BMG-თან აღნიშნა, სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდა საქართველოს მთავრობის ამოცანა უნდა გახდეს.

"როცა მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ და გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდა გვინდა, ამის წინაპირობა განათლებაში მეტი ინვესტიცია და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება უნდა იყოს. მაღალკვალიფიციური კადრი კი თავისთავად მაღალპროდუქტიულობას ნიშნავს. სწორედ, პროდუქტიულობის ზრდა უნდა გახდეს მთავრობის ამოცანა. სხვაგვარად, შესაძლოა, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, პროდუქტიულობის გამოცოცხლება იყოს, მაგრამ ეს მდგრადი ვერ იქნება. ადამიანები განათლების მისაღებად უცხოეთში მიდიან, პროდუქტიული კადრის უკან დაბრუნება რთულია, ამიტომაც, ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ქართულ განათლების სისტემაში", - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მდგრადი ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ წინაპირობად, ეკონომისტი სასამართლო რეფორმას ასახელებს. ლაშა ქავთარაძის თქმით, ინვესტორებს გარანტია სჭირდებათ, რომ საქართველოში ჩადებულ კაპიტალს საფრთხე არ დაემუქრება.

"სასამართლო სისტემა კომპლექსური პრობლემაა, რაც ეკონომიკურ ზრდასთან კავშირშია. სასამართლო უნდა იყოს გარანტი, რომ ნებისმიერი დავა მალე და ობიექტურად მოგვარდება. ინვესტორს იმის შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი თანხა დაცული არ იქნება. სასამართლო რეფორმა რეიტინგებს გაგვიუმჯობესებს, ბიზნესისთვის მიმზიდველ ქვეყნად გადაგვაქცევს, რაც ეკონომიკას გაგვიზრდის", - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები