მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარე ალაზანზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ხიდი
21.04.26 11:59
536

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე ალაზანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ხიდსა და ბურჯებზე არსებული ზღუდარები, ბეტონის პარაპეტები, მოაჯირები და ტროტუარი.

ასევე, მოეწყო გაბიონის კედლები, სადეფორმაციო ნაკერები, ჰიდროიზოლაცია და ასფალტბეტონის საფარი. უწყების თანახმად, პროექტის ღირებულებამ 1 096 500 ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები