ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის მიხედვით, სკოლებში 12-ე კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მისი გავლა მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ. ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრმა დღეს რეფორმის წარდგენისას განაცხადა.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო ბადე, სადაც მსურველები გაივლიან რეგისტრაციას და გააგრძელებენ 12-ე კლასში სწავლას.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, თუ მას მე-12 კლასში სწავლების სურვილიც ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს და შესაბამისად, შემდეგ სასწავლო წელს მე-12 კლასი სპეციალურად მათთვის გაიხსნება, რომ მათი ინტერესებიც დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.




























