მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე-13 დღე : დაგეგმილი პროევროპული აქციების ჩამონათვალი

აქცია

პროევროპული აქცია მე-13 დღესაც გრძელდება. მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციას რეჟიმის წინააღმდეგ მართავენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია Telegram არხზე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში კინო სახლთან ხელოვანები იკრიბებიან. შეკრების მიზანი არის ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც აქციებია დაწყებული, კინო სახლს განცხადება ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.

10 დეკემბრის აქციები ამ დროისთვის:

თბილისი:

16:00 საათი, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

17:00 საათი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ორთაჭალა, გულუას 8)

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!

ოზურგეთი:

14:00 საათი, დრამატული თეატრის წინ, მოედანზე

არა მოძალადე რეჟიმს!

(ორგანიზატორი: სამოქალაქო მოძრაობა - „თავისუფლებისთვის“)

მარტვილი:

16:00 საათი, მერიის წინ

არა, რუსულ რეჟიმს! გამოდი!

ზუგდიდი:

17:00 საათი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან (გუბერნია)

ქვეყნის სამსახურში!

ქუთაისი:

17:00 საათი, ქუთაისის მერიის წინ

კი ევროპას! არა რუსეთს! არა მოძალადე რეჟიმს!

19:00 საათი, ცენტრალური მოედანი, კოლონადებთან

მედიკოსები ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად!

ბათუმი:

19:00 საათი, საკონსტიტუციო სასამართლოსთან

ყოველდღე გამარჯვებამდე!

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციას 28 ნოემბრიდან მართავენ. მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 18:00-საათიან ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს. აქციები თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ამასთან საზღვარგარეთაც იმართება. 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, აქციებზე დაკავებულია 402 პირი. მათგან, 30 სისხლის სამართლის წესით, ხოლო 372 ადმინისტრაციული წესით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები