„ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენს კლინიკასთან 3 მლნ ლარამდე დავალიანება აქვს“, - ამის შესახებ BM.GE-ის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო რამდენიმე თვეა არ ურიცხავს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკას.
„ვმუშაობთ აქ ექიმები, საოპერაციოდან ვერ გამოდივართ და ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ სამინისტრო არ ურიცხავს თანხებს“, - ამბობს ნოდარ ხმალაძე.
იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში თანხების ჩარიცხვა კლინიკებისთვის გვიანდება, აღიარებს თავად უწყებაც.




























