მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მე არ შევცვლილვარ. ის ვარ, რაც ვიყავი და „ოცნება“ რატომ შეიცვალა 2022 წლიდან?! - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

მე არ შევცვლილვარ. ის ვარ, რაც ვიყავი და „ოცნება“ რატომ შეიცვალა 2022 წლიდან?! იქამდე [„ოცნებასთან“] პრობლემა არ მქონდა. საგარეო პოლიტიკაზე კომფორტულად ვიყავი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას, ის მიზანი ჰქონდა რაც ახლა აქვს, "ქართულმა ოცნებამ" კი მიზანს გადაუხვია. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, "ოცნება" თავისი ქმედებით რუსეთისკენ მიდის, რაც 2022 წლიდან გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის ხელისუფლება ვალდებული დასავლური კურსი შეცვალოს და რუსეთის გზით იაროს.

"ოცნებამ" გადაუხვია, „ოცნებამ“ უარი უთხრა ევროპას, „ოცნებამ“ უარი უთხრა ამერიკას - "ოცნებამ" უთხრა ორივეს, რომ თქვენი ფული არ გვჭირდება. „ოცნება“ გადავიდა რუსეთისკენ“ .... ამბობს და ცდება რომ ჩინეთთან ურთიერთობები ამას დააბალანსებს. "ოცნებამ" უღალატა იმ მთავარ მიმართულებას, რომელიც არის საქართველოს 80%.

"ოცნება" იძულებულია და რატომ არის იძულებული არ ვიცი, გააგრძელოს თავისი გზა რუსეთისკენ და რატომ არის იძულებული ეს მე არ უნდა მკითხოთ და ამავე დროს დაარწმუნოს თავისი ბოლო ბირთვი რაც დარჩა რომ მაინც შეძლებ ევროპისკენ წასვლას. მე არ შევცვლივარ. ის ვარ, რაც ვიყავი და „ოცნება“ რატომ შეიცვალა 2022 წლიდან?! იქამდე [„ოცნებასთან“] პრობლემა არ მქონდა. საგარეო პოლიტიკაზე კომფორტულად ვიყავი - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები