მე აქედან [პრეზიდენტის სასახლიდან] გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები... მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა - ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, - თქვა პრეზიდენტმა.




























