ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი „შრომის ბაზრის სიღრმისეული კვლევის“ შესახებ, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, ინფორმირებული არაა.
კერძოდ, ჟურნალისტს აინტერესებდა, რატომ არაა საჯარო შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, რომელსაც „ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმა დაეფუძნა და ასევე, რომელი უნივერსიტეტები და ბიზნესასოციაციები მონაწილეობდნენ კვლევაში, მაგრამ მარიამ ქვრივიშვილის მოადგილისგან პასუხები ვერ მიიღო.
„მე პირადად [შრომის ბაზრის კვლევაში] მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ დეტალებს ვერ გეტყვით... კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - უთხრა tv „პირველს“ ირაკლი ნადარეიშვილმა.
შრომის ბაზრის „სიღრმისეულ კვლევასთან“ დაკავშირებით BMG-მ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 10-ზე მეტი დეტალური კითხვით მიმართა, ვინაიდან ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მედიასთან იშვიათად ჩნდება. პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.





























