მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით" - აშშ-ს ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი

ჯო უილსონი

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

განცხადებაში, რომელიც 28 ოქტომბრითაა დათარიღებული, ჯო უილსონი "ქართული ოცნებას" აფრთხილებს, პროტესტანტის გასაჩუმებლად ძალა არ გამოიყენოს.

"გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წევრებთან ერთად მსოფლიოს განუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, მოუწოდა ქართველ ხალხს ქუჩაში გავიდეს და გააპროტესტოს. საერთაშორისო საზოგადოებას კი სთხოვა მხარი დაუჭიროს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის დასაცავად ბრძოლის მხარდაჭერა.

მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და ვაფრთხილებ "ქართული ოცნების" მთავრობას, რომ არ გამოიყენოს ძალადობა პროტესტის გასაჩუმებლად. მსოფლიო გიყურებთ", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები