მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მე ვნახე გაყალბება - დაიბრუნე ხმა“ - ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქცია

„მე ვნახე გაყალბება - დაიბრუნე ხმა“ - ამ მოწოდებით ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები უერთდებიან. ადგილზე არიან პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვანები და ტრანსფარანტებითა და შეძახილებით 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც გაყალბება ჩვენი თვალით ვნახეთ. უამრავი საჩივარი დავწერეთ და არავის მტკიცება არ გჭირდება. დღეს აქ მოკალათებული კრიმინალური ბანდა ცდილობს დააკანონოს ე.წ. არჩევნები, რაც არ გამოუვა. არჩევნები ნამდვილად ჩატარდება და ხალხი ნორმალურ არჩევნებში ამ ხალხს სახლში გაისტუმრებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებელი იყო.

„მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი გამოვიდეს და ის ხმები დაიბრუნონ, რომელიც მათ მოპარეს“ - განაცხადა რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ.

ცესკოს სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში შეჩერდა. ამ წუთებში კი სხდომა კვლავ განახლებულია.

დილიდან ცესკოს ყველა შესასვლელი დაკეტილია. ადგილზე კი სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები