ზუსტად ერთი წლის წინ ოკეანის მიღმა, შუაგულ მანჰეტენზე ქართულმა ბიზნესმა წარმატებული სტარტი აიღო - პროფესიით ფინანსისტმა და მარკეტოლოგმა თინა ქააძემ ნიუ-იორკში ქართული-ამერიკული რესტორანი შექმნა და ამერიკისთვის ქართული ავთენტური გემოების, მათ შორის, არც მეტი არც ნაკლები ელარჯის ბურთულების გაცნობა დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში ბიზნესი იმდენად სწრაფი ტემპით განვითარდა, რომ დღეს “მილზის” პროდუქციას მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ირჩევენ. რა კონცეფციას ატარებს ნიუ-იორკში დაფუძნებული ქართულ-ამერიკული ბიზნესი და რაში იკითხება მისი უნიკალური ხელწერა?
სტუმარი: თინა ქააძე - Mealz-ის დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად