Meama Versatile-მა red dot award-ზე საუკეთესო დიზაინის სტატუსი მოიპოვა. ამის შესახებ კომპანია "მეამას" მარკეტინგის დირექტორმა, გაგა კვარაცხელიამ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიამ 4 წლის წინ მიზანი დაისახა, რომ ინოვაციური პროდუქტი შეექმნათ. დღეს კი აღნიშნულმა პროდუქტმა, მსოფლიო მასშტაბის აღიარება მოიპოვა.
"ზოგადად ბიზნესში, ყავის აპარატები, კაფსულები არის მოძველებული, იმ ნაწილში, რომ რაც 100 წლის წინ შექმნეს ტექნოლოგიურად, იმას მიჰყვებიან და რადიკალურად არაფერს ცვლიან. ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ. 4 წლის წინ, მიზნად დავისახეთ, რომ ინოვაციური პროდუქტი შეგვექმნა და დღეს უკვე Meama Versatile გვაქვს, რომელმაც red dot award-ზე, რომელზედაც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიები იკრიბებიან, რომ საუკეთესო პროდუქტი გამოავლინონ, ჩვენმა პროდუქტმა საუკეთესო დიზაინის სტატუსი მოიპოვა. რაც არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ მექანიზმის დიზაინიც იგულისხმება.
თვითონ აპარატი უნიკალურია, რადგან ამ დრომდე, კონკურსს არ ჰყოლია გამარჯვებული, რომელსაც 60-ზე მეტი პროდუქციის დამზადება შეეძლო. არ იგულისხმება მხოლოდ ყავა. იგულისხმება წვენებიც, ჩაიც და ა.შ. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩვენი აპარატი გერმანიაში, ესენში, მუზეუმში დევს Apple vision pro-ს გვერდით. რაც კარგად ასახავს იმას, თუ რა შრომაც ჩაიდო ამ აპარატის დასამზადებლად და რამხელა აღიარებაც აქვს მსოფლიოში. ამაზე არა მხოლოდ გერმანელებმა, არამედ ქართველებმაც იმუშავეს",- განაცხადა კვარაცხელიამ.
მისივე შეფასებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ კომპანიაში ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ისეთი პროდუქციის შექმნა, როგორსაც Apple ქმნის.