მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეამას" ფრენშიზი აზერბაიჯანში გაიხსნება, შემდგომ გერმანიასა და ავსტრიაში“ – CEO

მეამას კაფსულები

კაფსულის ყავის და ჩაის მწარმოებელი ქართული კომპანია „მეამა“ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე დაიწყებს. „მეამას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ბოსტოღანაშვილმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე, BMGTV-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.

როგორც მან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა, კომპანიამ ფრენჩაიზის მოდელი შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, „მეამას“ პირველი წარმომადგენლობა აზერბაიჯანში გაიხსნება. 2023 წლის დეკემბერში კომპანია უკვე გერმანიის ბაზარზე შევა, შემდგომ კი - ავსტრიაში.

„მეამას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ გეგმებში მოიაზრება „მეამას“ - როგორც გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბება.

„აზერბაიჯანში პარტნიორი უკვე გვყავს და ჩვენი პირველი წარმომადგენლობა მალე გაიხსნება. დეკემბერში „მეამა“ გერმანიის ბაზარზეც შევა. შემდგომ კი ავსტრიაშიც. ორი მიმართულებით - დასავლეთით და აღმოსავლეთით ვმუშაობთ. კომპანია მაქსიმალური მოგების მიღებაზე, კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე, ასევე ბრენდის წარმოჩენაზე და ექსპორტზე გასვლით - მეამას, როგორც გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბებაზე იმუშავებს“ - აცხადებს თემურ ბოსტოღანაშვილი.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს იმასაც, თუ როგორ მუშაობს „მეამას“ ფრენჩაიზის მოდელი.

„ჩვენი პარტნიორი ამა თუ იმ ქვეყანაში ხსნის ჩვენს წარმომადგენლობას, ჩვენ მარკეტინგულ, ასევე პრაქტიკულ და სისტემურ დახმარებას ვუწევთ მას - ეს არის კომპანიის მოდელი“ - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები