მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

649992e0c6cdb
BM.GE
26.06.23 22:48
458
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,სადახლო საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 40872,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 406,8 გრამი) აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 6154.73 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები