მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერია

5ed7650b9f883
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.20 00:00
3081
ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ ბოლომდე თავისუფალია ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი დამაბინძურებელი ნაწილაკებისგან. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევართა შეფასებით, დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი სამხრეთის ოკეანის თავზეა. ესაა წყლის აუზი, რომელიც ანტარქტიდას აკრავს გარს.

CNN-ის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 90% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ჰაერის ხარისხი ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. გარდაცვლილთა 50%-ზე მეტი ჩინეთსა და ინდოეთში მცხოვრები ადამიანები არიან.

ამასთან, როგორც კვლევები ცხადყოფს, დაბინძურებულ ჰაერს ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა შესაძლებელია ასობით მილის დაშორებითაც კი ქონდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები