მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედეა ჯანიაშვილი - ჩვენი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია

60be0f6918a81
BM.GE
07.06.21 16:18
728
გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და პოპულარიზება, არამატერიალური კულტურული ფასეულობების წარმოჩენა,შიდა ტურიზმის სტიმულირება და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

„შიდა ტურისტულ ბაზარზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება და პოპულარიზაცია გარანტია არის, რომ ეს პროდუქტი საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე მოხვდება.

ჩვენ გვაქვს ამბიცია განვაცხადოთ, საქართველო გასტრონომიული ტურიზმის ძალიან კარგი მიმართულებაა მთელ მსოფლიოში. საერთაშორისო ბაზარზე ამ ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანია გასტრონომიული ტურიზმის ფორმირება ადგილზე და შემდეგ მისი გატანა საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ გასტრო-ტურები დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროექტის მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს უფრო მეტად პოპულარიზაცია, ასევე წამყვანი და ადგილობრივი შეფ-მზარეულების მონაწილეობით გადაიხედოს და განვითარება მიეცეს არსებულ კერძებს და ისე შეიფუთოს, რომ ეს იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისთვისაც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი“-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები