მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედეა ჯანიაშვილი ფილიპინების ელჩს შეხვდა

613710d97faf9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.21 18:49
593
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპინების ელჩს შეხვდა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მედეა ჯანიაშვილმა და ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა ალგაბრემ საქართველოსა და ფილიპინებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას და უსაფრთხო მიმოსვლას.

"ჩვენ გვქონდა გაცნობითი სახის შეხვედრა ფილიპინების ელჩთან. ჩვენ გავუზიარეთ პანდემიის მართვის პროცესი ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წამყვან ტურისტულ პროდუქტებსა და იმ პერსპექტივებზე რაც დაგვეხმარება მოვიზიდოთ ტურისტული ნაკადი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები