ფოტო: PUBLIKA
ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი მა სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Serviceს მიმართა. ინფორმაციას მედიაომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
"დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს.
სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti კორესპონდენტს გივი ავალიანს.
ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხი • Mtavari Arkhi ოპერატორი სერგი ბარამიძე.
სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკა • Publika ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით", - ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში.