მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიის თავისუფლების შესუსტებით დემოკრატია სუსტდება - დეგნანი

636a12a77d5ff
მარიამ ვარადაშვილი
08.11.22 12:28
435
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. "მედიის თავისუფლების შესუსტებით დემოკრატია სუსტდება", - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა, ერთი მხრივ, “მთავარი არხის” დამფუძნებელს, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედიის tv “ფორმულას” ქონების შესაძლო დაყადაღებას.

“მედიის თავისუფლება არის საკითხი, რასაც აშშ-ის საელჩო უკვე 30 წელია მხარს უჭერს, ანუ მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. მედიის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუცით, ისევე როგორც - აშშ-ში. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს ან ძირს უთხრის, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს. სწორედ ამიტომ გვაღელვებს მედიის თავისუფლება და ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეს საკითხი", - განაცხადა ელჩმა.

2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გვარამიას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები