მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეფე ჩარლზმა ხელოვნური ინტელექტის გიგანტების ხელმძღვანელები შეკრიბა

ჩარლზი

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. როგორც ირკვევა, შოტლანდიაში ჩატარებული დისკუსია მიზნად იმ საერთო პრინციპების შემუშავებას ისახავს, რომელთა შედეგადაც ტექნოლოგიური საფრთხეები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ბუკინგემის სასახლის განმარტებით, მხარეებმა განიხილეს გზები, რომელთა საშუალებითაც ტექნოლოგია საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და ადამიანის ღირსების დაცვას მოემსახურება. აღსანიშნი ფაქტია, რომ სამიტის მონაწილეთა შორის Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, Google DeepMind-ის თანადამფუძნებელი დემის ჰასაბისი, ვატიკანის მრჩეველი პაოლო ბენანტი და გაერთიანებული სამეფოს ხელოვნური ინტელექტის საკითხთა მინისტრი კანიშკა ნარაიანი იყვნენ.

ცნობისთვის, ინდუსტრიაში განგაშის მიზეზი Anthropic-ის მკვლევართა ის დასკვნები გახდა, რომელთა მიხედვითაც ტექნოლოგიის სწრაფმა პროგრესმა შესაძლოა კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს. Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ კომპანიებს მოდელების განვითარების ტემპის შენელებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები