მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეგალაბმა" ISO 15189 მიიღო - რას ნიშნავს ეს?

აისი 15189

მულტიპროფილურ ლაბორატორია "მეგალაბს" გასულ თვეს "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრისგან" აკრედიტაციის მოწმობა მიენიჭა, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია აკრედიტებულია ISO 15189:2012/2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე განსაზღვრული სფეროს ფარგლებში.

რას მოიცავს ISO სერტიფიცირება და რა პროცესები გაიარა "მეგალაბმა" აკრედიტაციის მიღებამდე - ამ საკითხებზე BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ლაბორატორიის ხარისხის მართვის დირექტორი, ელენე მაჭავარიანი საუბრობს.

"ეს არის საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც შეიქმნა 2003 წელს ლაბორატორიებისთვის. ის ეხმარება ლაბორატორიებს, შექმნან ხარისხის მართვის სრულფასოვანი, მყარი სისტემა, ასევე აფასებს მათ კომპეტენციას და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია არსებული აპარატურა, ხელსაწყოები, პროცესები, ყველაფერი, რაც დანერგილია ლაბორატორიაში, პაციენტების უზრუნველყოფისთვის დანერგილ სტანდარტებთან.

სტანდარტისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოყოფილია რისკების მართვაც. სერტიფიკატი გვეხმარება, რომ თავიდანვე მოვახდინოთ ნებისმიერი რისკის იდენტიფიცირება, რომელმაც შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს", - განმარტავს მაჭავარიანი.

"მეგალაბის" წარმომადგენელი ლაბორატორიის მიერ გავლილ პროცედურებსა და ვადებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროცესში კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული.

"პროცესი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მუშაობა შარშან, სექტემბერში დავიწყეთ, გავიარეთ რამდენიმე ეტაპი, წლის ბოლოსთვის კი უკვე მზად გვქონდა ყველა დოკუმენტი, რათა აკრედიტაციის ორგანოსთვის გაგვეგზავნა. პროცესში ჩვენი აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი იყო ჩართული, როგორც ადმინისტრაციული ნაწილი, ასევე სამედიცინო პერსონალი. ყველა ერთობლივად ვმუშაობდით ამ აკრედიტაციაზე და უკვე მაისის თვეში, როდესაც ჩვენი სტანდარტული საოპერაციო პროტოკოლები მთლიანად შემოწმდა, დაიგეგმა შემოწმება, მოხდა ადგილზე დათვალიერება, პროცესებზე დაკვირვება და ივლისის თვეში უკვე მოგვანიჭეს აკრედიტაცია", - ამბობს "მეგალაბის" ხარისხის მართვის დირექტორი.

ელენე მაჭავარიანი "მეგალაბის" მიერ JCI სერტიფიკატის მიღებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ოქროს სტანდარტთან" ერთად ISO სტანდარტის დანერგვა ლაბორატორიას უნიკალურ კომპეტენციას აძლევს.

"2022-ში ავიღეთ ოქროს სტანდარტი - ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოა JCI, თუმცა ჩვენ ვთვლიდით, რომ რაც უფრო მეტი სტანდარტი დაინერგება ჩვენს ლაბორატორიაში, რაც უფრო მეტი პროცესი გაკონტროლდება სხვადასხვა ორგანოს მიერ, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ორგანო ხარისხობრივად. ორივე სტანდარტი თავისებურად უნიკალურია, მათ შორის განსხვავებებიც არის, მაგალითად, ISO ტექნიკურ ნაწილზეა ფოკუსირებული, CJI უფრო ფოკუსირებულია ლიდერობაზე, პაციენტის და თანამშრომლის უსაფრთხოებასა და მენეჯმენტზე - ორივე ერთად ავსებს ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, ვიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არის უნიკალური და შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მეგალაბში" გაცემული ნებისმიერი კვლევის პასუხი შემოწმებულია სხვადასხვა აკრედიტაციის დიდი ორგაოს მიერ და თამამად ვიტყვით, რომ ზუსტი და სწორია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"მეგალაბის" ლაბორატორია ერთ სივრცეში კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში აერთიანებს. ლაბორატორია ყოველწლიურად 2 მილიონამდე პაციენტს ემსახურება და 6 მილიონამდე კვლევას ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები