მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეღვინეებს რთველის და სხვა პროექტების დაფინანსებაზე მზაობა განვუცხადეთ" - გიორგი თხელიძე

თიბისი

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი თხელიძის განცხადებით, თიბისი მზადაა მეღვინეებს რთველი და სხვა პროექტები დაუფინანსოს. ამის შესახებ მან გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” განაცხადა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რთველის სეზონი ახლოვდება, თიბისიმ მეღვინეებს სექტორის კვლევა წარუდგინა.

“სექტემბერი და შემოდგომა, პირველ რიგში, მაინც რთველთან ასოცირდება. ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა შეხვედრა ქართველ მეღვინე პარტნიორებთან. მათ წარვუდგინეთ კვლევა ღვინის ინდუსტრიაზე, არამხოლოდ საქართველოზე, არამედ პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე, მოთხოვნის და ფასების დინამიკაზე. მათ ბევრი საინტერესო მიგნება გავუზიარეთ. შემდგომ უკვე განვუცხადეთ მზაობა როგორც რთველის დაფინანსებაზე, ასევე მათი განვითარების პროექტების დაფინანსებაზე“, - აღნიშნა გიორგი თხელიძემ.

მანვე განაცხადა, რომ თიბისი ბანკმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ამ დრომდეც არაერთი პროექტი დაუფინანსა.

„ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა ქართველ მეღვინეებთან ერთად. EBRD-თან ერთად, ჩვენ „თბილღვინოს“ შევუწყვეთ ხელი, რომ გამომშვები ხაზი გადაეარაღებინა, „ასკანელმა“ ჩვენი დაფინანსებით განაახლა საწარმოო ხაზი, ასევე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ბადაგონი“ და „ასკანელი“ ტურიზმის სექტორში, კერძოდ ღვინის ტურიზმში შედის, მათაც დავუჭერთ მხარს, რომ ამ კუთხითაც აქტიურები იყვნენ“, - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები