მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი საქართველოს დემოკრატიის დასაცავად იმოქმედებს” - ვაისი

ჰელსინკის კომისია

კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი მარკ ვისი, კონგრესში MEGOBARI Act-ის განხილვის დაწყებამდე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ ქართველ ხალხთან ერთად წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ძლიერ მეგობრობას, რისი გამოხატულებაც არის „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“.

“შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს: ვგლოვობდით ერთად, ერთად ვზეიმობდით მიღწევებს და ვიბრძოდით ერთმანეთის გვერდით.

MEGOBARI Act ამ ხანგრძლივი კავშირის გამოხატულებაა და ხაზს უსვამს, რომ კონგრესი საქართველოს დემოკრატიის დასაცავად იმოქმედებს, რათა ხაზი გაუსვას უკეთეს გზას მომავლისთვის”, - ნათქვამია კომისიონერი ვაისის განცხადებაში, რომელსაც X-ზე ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტს” (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) დღეს, 4 ივნისს, განიხილავს.

რა წერია MEGOBARI Act-ის დოკუმენტში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები