მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეგობრებო საქართველოდან, ეს შეიძლებოდა, თქვენ ყოფილიყავით” - პიტერ ფიშერი უკრაინასა და მოლდოვასთვის მოლაპარაკებების გახსნაზე

გერმანია

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, X-ის საშუალებით უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ შორის, შესაძლოა, საქართველოც ყოფილიყო.

“ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ჩვენო მეგობრებო საქართველოში, ეს შეიძლებოდა, თქვენ ყოფილიყავით”, - წერს ფიშერი.

უკრაინასა და მოლდოვასთვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები დღეს გაიხსნა. საქართველოსთვის კი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ფარგლებში, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად განიხილებოდა, მარგუს ცაჰკნას თქმით, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები