მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს [EU-ში გაწევრიანების] პროცესი შეჩერებულია" - ესტონეთის საგარეო მინისტრი EU-ს გადაწყვეტილებაზე

ესტონეთი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ამ ეტაპზე, შეჩერებულია - ამის შესახებ ცაჰკნამ ლუქსემბურგში, ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო სხდომებზე კვლავ განიხილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარებისა შეჩერება და სხვა სანქციები.

"სამწუხაროდ, საქართველო აბსოლუტურად არასწორი გზით მიდის. გუშინ სხდომაზე საქართველოს სიტუაცია განვიხილეთ და, ერთი მხრივ, დამწუხრებული ვარ, მეორე მხრივ კი - არც ისე, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ფინანსური დახმარების, ასევე ვიმედოვნებ, დიპლომატიური პასპორტების შესახებაც, რათა თავიდან ავირიდოთ მათი შენგენის ზონაში შემოსვლა. განიხილება სხვა სანქციებიც", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცაჰკნამ უკრაინასა და მოლდოვასთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაც შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი გზით მიდის.

"ძალიან ვღელავ ქართველ ხალხზე, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა მთავრობა აბსოლუტურად არასწორი გზით მიდის", - ამბობს მარგუს ცაჰკნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები