მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეჰმეთ მელექი: თბილისში წერტილი უნდა დაესვას საცობებს

6495b284cdb5c
თელარა გელანტია
23.06.23 22:35
6864
საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მაღაზია „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის აზრით, „წერტილი“ უნდა დაესვას საცობებს“.

ასე უპასუხა მან BMGVTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

- პირველ რიგში, წერტილი უნდა დაესვას საცობებს. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საცობებში დროს ვკარგავთ. ადრე დღეში ხუთ შეხვედრას თუ ვასწრებდით, ახლა ორი შეხვედრა შეგვიძლია. ელექტროტექნიკას რომ ვყიდით, ის მომხმარებლამდე ხომ უნდა მივიტანოთ?! ადრე 50 ცალი პროდუქციის დარიგებას თუ ვახერხებდით, ისეთი საცობებია, ახლა 20 ცალის დარიგებას ვასწრებთ; ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისასვლელად მინიმუმ 3-ჯერ მეტი დრო გვჭირდება... პრობლემის წინაშე დავდექით - ადრე 18:00 საათამდე თუ მუშაობდნენ თანამშრომლები, ახლა 22-23 საათამდე ვმუშაობთ და ორი სმენის დამატება გვიწევს, რათა პროდუქუცია დავარიგოთ. ეს ადამიანს აღიზიანებს, მოტივაციას და დროს უკარგავს. დრო კი, ჩვენთვის ფულია და ეს ფული უნდა დავზოგოთ.

- თბილისის მთავრობა ცდილობს, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით მოაგვაროს ეს პრობლემა...

- ქალაქი ლამაზდება, ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ეს საკითხი დასალაგებელია... ეს ჩემი პირადი აზრია, ჩემი ტკივილია...

- არა მარტო თქვენი, მაგრამ როგორც კახა კალაძემ თქვა ერთხელ - ქალაქს ვერ გავბერავთ, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი იზრდება...

- დიახ, მაგრამ 18 მლნ ადამიანი ცხოვრობს სტამბულში და იქ არაა ამხელა საცობები.. ალბათ საჭიროა, ახალი გზების აშენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები